"მწვანე ფესტივალი" - ენერგია რომელმაც წალეკა ცაგერი

"მწვანე ფესტივალმა" სტარტი აიღო ცაგერში 2016 წლის 25 ივლისს. ფესტივლის მიზანი არის ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია რეგიონში და ტურისტული პოტენციის ზრდა, რასაც ვფიქრობ წარმატებით ახერხებენ ორგანიზატორები, ფესტივალი ორ დღიანი იყო, სამწუხაროდ მე ვერ დავესწარი ორივე დღეს თუმცა პირველ დღეს, ფესტივლის გახსნისას გადავიღე რამდენიმე ფოტო, რომლითაც ვეცადე გამომეჭინა ის უშალო დამოკიდებულება და ენერგია რომელმაც წალეკა ცაგერი, გარემო რომელიც შეიქმნა მსმენელსა და არტისტებს შორის იყო შეუდარებელი.

ფესტივლის გახსნის დღეს მსმენელისთვის იმღერა: რობი კუხიანიძემ, გოგონების ჯგუფმა "New Window", ჯგუფმა "ბანდეროლი", ხოლო გვიან ელექტრონული მუსიკით დაიხურა საღამო, სადაც უკრავდნენ: zapa, გიო დალაქისვილი და დავით მაჩაიძე

  /  Permalink  /