დღესასწაულის დასრულება და მზის ჩასვლა ზღვაში

ეს უბრალო დღის დასასრულის ფოტო არაა, აქ ფოტოზე აღბეჭდილია დასრულებული სიცოცხლის დასრულებული დღე!!! 20,08,2016 - ჩოლოქი

მინდა გიამბოთ კომპლექსზე რომელიც გუშინ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, "კევინ კარტერის სინდრომი" ჩემთვის საყვარელი ეს ფოტორეპორტიორი გახდა მსხვერპლი საკუთარი დოკუმენტური ფოტოგრაფიის. ეს ფოტო უბრალო პეიზაჟი არ გეგონოს, ფოტოზე გადაღებულია, (რომელიც არ ჩანს) დამსვენებლები, პოლიცისს თანამშრომლები, მაშველები და ერთი დამხრჩვალი ადამიანი რომელიც გუშინ შეკვეთილში ნასვამ მდგომარეობაში წყალში შევიდა და უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა, უცებ მომინდა სურათები გადამეღო როგორ მუშაობენ მაშველები, როგორ ამოიყვანეს წყლიდან უკვე გარდაცვლილი 27 წლის ბიჭი რომელიც ბლექ სი არენაზე სკორპიონსის კონცერტზე დასასწრებად იყო ჩამოსული, როგორ გადააფარეს თეთრი სუდარა და როგორ მუშაობდა ექსპერტიზა, როგორ ემოციურად გულმოდგინედ მუშაობდნენ მაშველები, წყლიდან ამოყვანამდეცდილობდნენ ხალხი გაერიდებინათ სანაპიროდან და იქვე მყოფი ბავშვები მაქსიმალურად მოეშორებინად რადგან წყლიდან ამოყვანილი მიცვალებული არ ენახათ. მიუხედავად სურვილისა უცებდამაკომპლესსა ამ ყველაფერმა და გამახსენდა ლეგენდა კაცი, კევინ კარტერი რომელმაც მისი პროფესიონალიზმი და პროფესია ამჯობინა ადამიანურ შეგრძნებებს, რამაც საბოლოოჯამში თვითმკვლელობამდე მიიყვანა ის. კარტერი ჩემთვის და ალბათ ყველა ფოტორეპორტიორისთვის არის ინდიკატორი ამ ორს შორის და ყოველთვის ადამუანური და პროფესიული შეგრძნებებს შორის ოქროსშუალედის ძიებისკენ მიყავს ფოტოდოკუმენტალისტები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის ახალგაზრდა ბიჭი და მადლობა, კიდევ ერთხელ, მაშველებს, (საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო) პროფესიონალიზმისთვის. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ სულ.

  /  Permalink  /